ბიზნესის სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირების ინოვაციური მიდგომა.
სერვისის შესახებ
ჩვენ ვქმნით QR კოდებს, რომლებსაც მომხმარებელი პირდაპირ თქვენს პერსონალიზებულ ვებ გვერდზე გადაჰყავს.
სადაც თქვენი კომპანიის, სერვისის, პროდუქტის რეკლამაა განთავსებული.
QR კოდები უცვლელი რჩება მაშინაც კი, თუ თქვენი ლენდინგ გვერდის კონტენტი იცვლება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გვერდის განახლება ზედმეტი სირთულეების გარეშე.
ამ ინოვაციური რეკლამის მეშვეობით თქვენ თქვენ არა მხოლოდ შეამცირებთ სარეკლამო ხარჯებს არამედ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავთ.
მაგალითად...
გადააქციეთ თითოეული გამვლელი თქვენს პოტენციურ მომხმარებლად! QR კოდები შეგიძლიათ განათავსოთ ქალაქის ქუჩებში, მაღაზიაში, ფლაერებზე ან სავიზიტო ბარათებზე, დასკანერების შემდეგ კი მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას თქვენი პროდუქტის, აქციის, ღონისძიების და სხვა სერვისების შესახებ.
გააძლიერეთ მომხმარებლის ჩართულობა დინამიური QR კამპანიებით! მიაწოდეთ თქვენს მომხმარებლებს პერსონალიზებული შეთავაზებები. აწარმოეთ გამოკითხვები ან ლოიალობის პროგრამები ნაკლები დანახარჯით.
განათავსეთ QR კოდები ტურისტულ ადგილებში, დასკანირებისას ტურისტი გაეცნობა ისტორიული ფაქტებს, ადგილობრივი ისტორიებს თან შესთავაზეთ თქვენი სერვისი.
QR კოდების გამოყენებით, მომხმარებლებს შეეძლებათ თქვენი კოლექციის დათვალიერება, სპეციალური შეთავაზებების მიღება ან პირდაპირ ქუჩიდან შეკვეთა!
გამოიყენეთ QR კოდები, შემოწირულობის მისაღებად, გარკვეულ კამპანიებზე ინფორმაციის მისაღებად და სხვა.
QR კოდების გამოყენების შესაძლებლობები უსაზღვროა! აქციეთ თქვენი ნებისმიერი იდეა რეალობად – იქნება ეს რეკლამა, ინფორმაცია კამპანიაზე, დონაცია, ღონისძიება, სხვადასხვა სახის შეთავაზება და სხვა…
სერვისის შესახებ
ტრადიციული ტიპის რეკლამა, როგორც წესი, ძვირია და არ იძლევა ინვესტიციის შესაბამის ანაზღაურებას. რეკლამირება QR კოდის მეშვეობით კი, ხელმისაწვდომი არჩევანია. ამ ბიუჯეტური შეთავაზების წყალობით, ყველა ზომის კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ინოვაციური და შედეგზე ორიენტირებული სარეკლამო კამპანია.