ხშირად დასმული კითხვები

1. რას გულისხმობს QR კოდით რეკლამირება?

QR კოდის რეკლამა, სკანირებად QR კოდებს იყენებს, რომლებიც დინამიურ ლენდინგ გვერდებთან, ან სხვა ციფრულ კონტენტთანაა ინტეგრირებული. ეს არის აუდიტორიასთან დაკავშირების ინოვაციური გზა.

2. როგორ მუშაობს Qrizy-ის დინამიური ლენდინგ გვერდის სერვისი?

Qrizy ქმნის თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ ლენდინგ გვერდებს. ეს გვერდები ინტეგრირებულია QR კოდებით და არსებობს შესაძლებლობა, რომ გავრცელდეს მაღალი ტრაფიკის ადგილებში, რაც დაგეხმარებათ ბრენდის ხილვადობისა და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდაში.

3. რა სარგებლობა მოაქვს რესტორნებში QR მენიუს გამოყენებას?

QR მენიუები აუმჯობესებს მომხმარებლის სარესტორნო გამოცდილებას . ხელი ეწყობა ბბუნებრივი რესურსის დაზოგვას, მცირდება ხარჯები და მოიცავს ჩაშენებულ ანალიტიკას, რაც რესტორნების მფლობელებს თავიანთი შეთავაზებების ოპტიმიზაციაში ეხმარებათ.

4. რა ღირს Qrizy-ის სერვისებით სარგებლობა?

Qrizy გთავაზობთ ბიუჯეტურ გადაწყვეტილებებს. ეს მოიცავს დინამიურ QR კოდს, ლენდინგ გვერდის შექმნასა და QR მენიუს სერვისს რესტორნებისთვის.

5. შესაძლებელია თუ არა შინაარსის განახლება ლენდინგ გვერდზე, QR კოდის შეცვლის გარეშე?

დიახ, Qrizy-ის დინამიური QR კოდებით, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაახლოთ თქვენი ლენდინგ გვერდის შინაარსი QR კოდის შეცვლის, ან ხელახალი დაბეჭდვის გარეშე.

6. როგორ ავრცელებს Qrizy QR კოდებს ?

Qrizy უზრუნველყოფს პროფესიონალურ ბეჭდვასა და QR კოდების სტრატეგიულ განაწილებას ქალაქის მასშტაბით, მაღალი ტრაფიკის ადგილებში. აღნიშნული კი ცნობადობასა და მომხმარებელთა ჩართულობას ზრდის.

7. რა სახის ანალიტიკა შედის QR მენიუში?

Qrizy-ის QR მენიუს გააჩნია ჩაშენებული ანალიტიკა, რომელიც თვალყურს ადევნებს მომხმარებელთა ქცევას, როგორიცაა პოპულარული ნივთები და პიკის შეკვეთის დრო. ეს მონაცემები გეხმარებათ მიიღოთ საუკეთესოგადაწყვეტილებები თქვენი მენიუსა და სერვისის გასაუმჯობესებლად.

8. როგორ შეძლებს QR კოდი ჩემი ბიზნესის დახმარებას?

QR კოდის რეკლამირება არის თანამედროვე, ინტერაქტიული მიდგომა, რომელიც მაშინვე იპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას და გადაჰყავს გამორჩეულ, მიმზიდველ კონტენტზე. ის თქვენს ბრენდს ტრადიციული სტატიკური რეკლამებისგან განასხვავებს და უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს.

9. შესაძლებელია თუ არა Qrizy-ის QR კოდების კონფიგურირება?

დიახ, Qrizy-ის QR კოდების სრულად მორგება შესაძლებელია თქვენი ბრენდის იდენტურობასთან, მათ შორის ფერების, ლოგოების, დიზაინის გათვალისწინებით.

10. როგორ დავიწყო Qrizy-ის სერვისებით სარგებლობა?

დაწყება მარტივია. დაუკავშირდით Qrizy-ს თქვენი ბიზნესის საჭიროებების განსახილველად, შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო სერვისები და ჩვენ გაგიწევთ მენტორობას დაყენების, დანერგვისა და მუდმივი მხარდაჭერის გზაზე.